თუ პოლიციის განყოფილებაში მოხვდით დიდ ბრიტანეთში, გჭირდებათ თუ არა solicitor?
აღნიშნული ბლოგი დაგეხმარებათ მიიღოთ ზოგადი ინფორმაცია, გაიგოთ თქვენი უფლებების შესახებ მეტი, თუ როგორ უნდა მოიქცეთ დიდ ბრიტანეთში პოლიციასთან ურთიერთობის დროს.
რათქმაუნდა solicitor- is ყოლა საჭირო და აუცილებელიც კი არის. ეს ხომ თქვენი უფლებაა – ისარგებლოთ მისი მომსახურებით, დაასწროთ ის თქვენი დაკითხვის პროცესს და მოისმინოთ მისი რჩევები დაკითხვამდე. ეს გაგიმარტივებთ და ფსიქოლოგიურად დაგამშვიდებთ, რომ ეფექტურად შეძლოთ პოლიციასთან თანამშრომლობა.
თუმცა თუ მაინც გადაწყვიტეთ რომ მარტოც გაუმკლავდებით პრობლემას, დაკვირვებით წაიკითხეთ ბლოგი ბოლომდე:
რატომ გჭირდებათ Solicitor?
- პოლიცია ყველა სიტყვას აფიქსირებს, რასაც ამბობთ გასაუბრებაზე და მის გარეთ, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას სასამართლო პროცესზე თქვენს წინააღმდეგ.
- პოლიციის განყოფილებაში გასაუბრებაზე დაბარება, ნებისმიერი საქმის საწყისია. ის რასაც იტყვით პოლიციის განყოფილებაში, დიდ როლს ასრულებს თქვენს წინააღმდეგ საქმის წარმოებაში. შესაბამისად მნიშვნელოვანი და აუცილებელია წინასწარ განსაზღვროთ და მართოთ თქვენი საქმის მოსალოდნელი შედეგები.
- პოლიციის განყოფილებაში წარდგომის დროს გასაუბრებაზე Solicitor დასწრება გაძლევთ შესაძლებლობას მართოთ პროცესი და კონტროლირდეს თქვენი ნებისმიერი ქმედება და სიტყვა, ეს ყველაფერი კი ნაკლებ პრობლემას შეგიქმნით სასამართლო პროცესზე.
- უნდა იცოდეთ, რომ პოლიციის განყოფილებაში გასაუბრების წარმოება რეგულირდება 1984 წლის (PACE) პოლიციისა და კრიმინალური მტკიცებულებების შესახებ კანონის პრაქტიკის კოდექსებით. არსებობს 8 კოდი, რომელიც გიცავთ თქვენ და არეგულირებს პოლიციის უფლებამოსილებას. PACE შეიცავს ასევე წესებს, პატიმრობის დროს მკურნალობასთან დაკავსირებით. შესაძლოა თქვენ ბოლომდე გათვითუცნობიერებული არ იყოთ წესებში, შესაბამისად solicitor ყოლის შემთხვევაში, მეტად ხართ დაზღვეული პოლიციამ შეასრულოს კანონის სრული დაცვა და გასაუბრება მოახდინოს სრულად PACE მიხედვით.
- გჭირდებათ საქმეში თავიდან ბოლომდე გარკვევა, ამაში კი solicitor საუკეთესოდ შეძლებს თქვენს დახმარებას. ის შეძლებს აგიხსნათ პროცესები, თქვენი უფლებები და საუკეთესო გზები, როგორ წარდგეთ პოლიციაში გასაუბრებაზე.
გასაუბრება პოლიციის განყოფილებაში:
პოლიციის გასაუბრება მოიცავს 4 ეტაპს:
- გამჟღავნება
ოფიცერი ბრალდების შესახებ ინფორმაციას აწვდიან თქვენს Solicitor-ს, თუმცა არ აქვთ ოფიციალური ვალდებულება რომ მთლი ინფორმაცია გაუმხილონ მათ. ძირითად შემთხვევაში, ოფიცრები ინფორმაციის მეტად მნიშვნელოვან ნაწილს იყენებენ უშუალოდ გასაუბრების პროცესში.
თქვენი solicitor შეძლებს გამოიკვლიოს შეძლებისდაგვარად მეტი ინფორმაცია ოფიცრებისგან კითხვების დასმითა და დამატებითი განმარტებების მოთხოვნი.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ისურვეთ solicitor ყოლა. არ ხართ დაზღვეული რომ ოფიცერმა შესაძლოა მოგაწოდოთ ინფორმაციის ზოგადი მიმოხილვა. ამასთან, ნაკლებსავარაუდოა, რომ მათ მოგცენ შესაძლებლობა დაუსვათ დამატებითი შეკითხვები და მოსთხოვოთ დამატებითი განმარტებები. ოფიცრები, როგორც წესი პირდაპირ იწყებენ დაკითხვას, რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოწოდების გარეშე, რაც შესაძლოა თქვენი დადანაშაულების მეტ შესაძლებლობას აძლევდეს.
რას მოიცავს ამ შემთხვევაში Solicitor კონსულტაცია
მას შემდეგ რაც, თქვენი solicitor ინფორმაციას მიიღებს ოფიცერისგან, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა პირადად გაიაროთ კონსულტაცია თქვენს წარმომადგენელთან.
თქვენი solicitor მოგაწვდით სრულ ინფორმაციას თქვენს წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით. მოისმენს თქვენს კომენტარს საქმესთან თქვენს პოზიციასთან დაკავშირებით.
საქმის საფუძვლიანად გაცნობის შემდეგ კი მოძებნის და გირჩევთ საუკეთესო გზას გასაუბრებაზე წარსადგენად. რაც, თქვენი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. აქ მნიშნელოვანია კომპეტენცია და სწორი რჩევები, რადგან ყველაფერი წარმოადგენს მტკიცებულებას თქვენს წინააღმდეგ.
თქვენ solicitors შეუძლია წარმოგიდგინოთ სამი ვარიანტი, როგორ მოიქცეთ გასაუბრების პროცესში
- არ უპასუხოთ არცერთ შეკითხვას რაც თქვენს წინააღმდეგ არის
- უპასუხეთ ყველა შეკითხვას
- არ უპასუხოთ, თუმცა მიაწოდოთ წინასწარ დაწერილი წერილობითი განცხადება თქვენი პოზიციის შესახებ. თქვენი ადვოკატი/solicitor კი დაგეხმარებათ ამ განცხადების შედგენაში.
გასაუბრება პოლიციის განყოფილებაში
- უნდა იცოდეთ, რომ გასაუბრებაზე ხდება ყველაფრის აუდიო ჩანაწერი, შეგიძლიათ დაკითხვის ოთახში გამოცხადდეთ თქვენი ადვოკატის/solicitor თანხლებით.
- პროტოკოლის მიხედვით, გასაუბრების დასაწყისში ოფიცერმა უნდა წარმოგიდგინოთ გაფრთხილება ჩანაწერის წარმოების შესახებ. გასაუბრების სწორი წესებით წარმართვის გარანტს თქვენი ადვოკატი/solicitor მოგცემთ.
- გასაუბრების დაწყება. შეგიძლიათ გასაუბრება ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ და მოითხოვოთ solicitor გასაუბრენა/კონსულტაცია ცალკე. ამის უფლება აქვს თქვენს solicitor.
- შესაძლოა ოფიცერმა გამოიყენოს სხვადასხვა ტაქტიკა თქვენთან გასაუბრების დროს. თქვენს solicitor/ადვოკატს აქვს ყველანაირი უფლება ჩაერისო პროცესში, თუ ის იგრძნობს ზეწოლას, ან არ მოეწონება ოფიცერის დაკითხვის ტაქტიკა.
- ოფიცერმა გასაუბრების დროს შესაძლოა ახალი მტკიცებულება/ები წარმოადგინოს. სადაც თქვენი solicitor აუცილებლად ჩაერევა და აგაცილებთ ზეწოლას.
შედეგი
გასაუბრების შემდეგ არის პოლიციის გადაწყვეტილების წარდგენა, რომელსაც გაეცნობა თქვენი solicitor. ეს შეიძლება იყოს:
- ბრალდების წაყენება და სასამართლოში გამოცხდების მოთხოვნა
- გირაო
- თქვენ გათავისუფლებული ხართ შემდეგი გამოძიების გაგრძელების პროცესში
- თქვენს წინააღმდეგ არაფერი არ არის, ქმედებები არ განხორციელდა და საქმე დასრულდა.
თუმცა გახსოვდეთ
არ ინერვიულოთ, და არ იფიქროთ რომ solicitor-ის აყვანა დაკავშირებულია ოფიცრებისთვის თქვენს ბრალეულობასთან. ეს ასე არ არის, თუ ცუდად გახდებით აუცილებლად მიმართავთ ექიმს, შესაბამისად ეს ბუნებრივი პროცესი, რომ გყავდეთ პირადი კომპეტენტური მრჩეველი.
მას შემდეგ, რაც გამოიყენებთ ადვოკატის აყვანისა და მასთან საუბრის უფლებას, პოლიციას არ აქვს შესაძლებლობა დაგისვათ რაიმე კითხვა solicitor თანდასწრების გარეშე.
უფლება გაქვთ შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება solicitor-ის ყოლასთან დაკავშირებით საქმის წარმოების პროცესში, ნებისმიერ დროს.
თუ თქვენ უარს იტყვით solicitor აყვანაზე, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტთ რომ გსურთ, ეს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ოფიცერს.
პოლიციელების ხშირად გამოყენებული ფრაზები:
- „ეს იქნება მხოლოდ სწრაფი დაკითხვა“ – სწრაფი დაკითხვა არ არსებობს. ეს არის მათი ტაქტიკა რომ პოლიციის განყოფილებში მიგიყვანოთ. თუ პროცესი სასამართლოში არ დამთავრდება, პოლიციას სხვა ბერკეტებიც აქვს, თქვენს წინააღმდეგ გამოსაყენებლად, როგორიცაა: გაფრთხილება. მნიშვნელოვანია ამ პროცესშიც თქვენი ადვოკატი/solicitor იყოს ჩართული, რომ არ მოხდეს ჩანაწერებში მტკივნეული ფაქტის მოხსენება, რაც შესაძლოა თქვენს სამომავლო კარიერაზე, დასაქმების შესაძლებლობებზე აისახოს.
- „ამ საკითხში ნეიტრალური ვარ, უბრალოდ თქვენი პოზიციის მოსმენა მაინტერესებს.“ გამომძიებელი ოფიცრები ხშირად მიმართავენ ამ ფრაზას, რათა თქვენი ნდობა მოიპოვოს და სრულ თანამსრომლობაზე დაგითანხმონ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ნებისმიერი კომუნიკაცია solicitor თანდასწრებით და უშუალო თანამონაწილეობით მოხდეს, რათა შემცდირდეს ოფიცრების მხრიდან თქვენს მიერ გამოყენებული ნებისმიერი ტაქტიკის განხორციელების შესაძლებლობა.
„თუ არ გჭირდებათ ადვოკატი/solicitor, ჩვენ შეგვიძლია თქვენთან დაუყოვნებლივ გასაუბრება,, რადგან მისი ჩარევა პროცესში როგორც წესი აჭიანურებს პროცესს.“ – გახსოვდეთ, რომ ესეც ტაქტიკის ნაწილია, ყველა ადვოკატს/solicitor შეუძლია პროცესზე/გასაუბრებაზე დასწრება გონივრულად განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით. კომპანიების უმრავლესობა მუშაობს 24 საათიანი როტაციით, რათა უზრუნველყოს კლიენტის ხელმისაწვდომობა. თქვენი ადვოკატის/solicitor წარდგენის მოლოდინში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაალაგოთ აზრები და უფრო მეტად მომზადებული იყოთ პროცესისთვის/გასაუბრებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი ადვოკატის/solicitor დაგვიანების გამო მოხვდეთ პატიმრობაში.
იმედია აღნიშნული ინფორმაცია გამოგადგებათ პრობლემის მოგვარებაში, თუმცა თუ პოლიციის წარმომადგენელი დაგიკავშირდათ გასაუბრებაზე დასაბარებლად თქვენივე სიმშვიდისთვის აუცილებლად დაგვიკავშირდით ჩვენ.
ჩვენი იურისტები/Solicitors მზად არიან დაგემხარონ, ნებისმიერი იურიდიული საკითხის მოგვარებაში, მათ აქვთ დიდი გამოცდილება სასამართო პროცესების მართვაში და იცნობენ ბოლო განახლებულ კანონებს, რაც დამატებითი უპირატესობაა თქვენთვის. თუ გჭირდებათ დეტალური გარკვევა პროცესებში, ჩანიშნეთ კონსულტაცია ჩვენს იურისტთან. ამის შესაძლებლობა გაქვთ, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ.