აღნიშნული ამნისტია დიდ გავლენას მოახდენს არადოკუმენტირებულ მიგრანტებზე. გამოკითხვის თანახმად, ლეგალურად საზღვარზე გადასული ემიგრანტების 82% დაკარგა სტატუსი. (გამოკითხვა დაფუძნებულია 22 ინტერვიუსა და 2 ფოკუს ჯგუფის გამოკითხვაზე, სადაც არადოკუმენტირებული მიგრანტები იღებდნენ მონაწილეობას, ასევე ონლაინ გამოიკითხა იურიდიული მრჩევლები, რომლებიც მსგავს ქეისებზე მუშაობდნენ). საბოლოო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ იმიგრაციის პროცესი თავად უბიძგებს ადამიანებს დაკარგონ სტატუსი და არა პირიქით.
ამ ეტაპისთვის ბრიტანეთში ცხოვრები არალეგალებისა და უსაბუთო მოქალაქეების რიცხვი უცნობია. იყო შეფასების სისტემის დანერგვის მცდელობებიც. 2009 წელს ჩატარებული LSE-ს კვლევის მიხედვით მათი რიცხვი 719 000 შეიძლება იყოს. რათქმაუნდა მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ინფორმაცია უზუსტო იყო, თუმცა ის ნამდვილად აღინიშნებოდა, რომ პროცენტულად ბრიტანეთში მცხოვრები არალეგალების ძირითადი ნაწილი ლონდონზე მოდიოდა.
იმგრაციის საკითხებზე 2020 წლის სექტემბრის ანგარიშში, თემთა პალატის საჯარო ანგარიშების კომიტეტნა დაასკვნა, რომ მიუხედავად წლების განმავლობაში ბევრი მცდელობისა, ინტერესისა და დებატებისა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი არალეგანი მოსახლეობის რაოდენობა.
მიგრანტების შტატი დიდ ბრიტანეთში
იმისათვის, რომ გავიაზროთ ამნისტიის მნიშვნელობა და საჭიროება მნიშვნელოვანია გავიაზროთ ქვეყნის მდგომარეობა. სტატუსის მიუხედავად, ბრიტანეთში მიგრანტებს მოსახლეობა დროებით დამრჩენ ადამიანებად აღიქვამს. დიდ ბრიტანეთში კანონიერად მცხოვრებ მიგრანტებაც კი, არა მხოლოდ თავიდან უნდა შეავსონ განაცხადი საბუთის გაგრძელებაზე, ეს ყველაფერი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ცხოვრების უფლების მიღების 10 წლიან გზაზე მყოფი მიგრანტისთვის ეს 12 937 ფუნტის გადახდა უწევთ იმ აპლიკაციებში, რაც საბოლოოდ მუდმივი ცხოვრების უფლებას აძლევს.
არის შესაძლებლობა დაიბრუნოთ ეს თანხა უკან, თუმცა პროცესების სიმრავლისა და სირთულისგან გამომდინარე ჯობია ამაში დახმარება იურისტს სთხოვოთ.
რა არის ამნისტია?
ამინისტია არის მთავრობის გადაწყვეტილება ადამიანებს აპატიოს კონკრეტული უკანონო ქმედება და არ დასაჯოს კანონის შესაბამისად.
უსაბუთო მიგრანტების ამნისტიის განცხადებები
ამასთან დაკავშირებით პარლამენტში დებატები გაიმართა 2021 წლის 19 ივლისს, სადაც პეტიციას ხელი 103 441-მა ადამიანმა მოაწერა. მათ ვინც პეტიციას ხელი მოაწერა ითხოვდა უსაბუთო მიგრანტებისთვის სასწრაფო ამნისტიას, მათ უმეტესობას არ აქვთ ელემენტარული პირობები, რომ მიიღონ რაიმე სახის დახმარება.
ამასთან დაკავშირებით პეტიცია ადრეც შევიდა პარლამენტში, რომლესაც როგორც წესი კანონის ფარგლებში უპასუხეს. განიხილება რომ შესაძლოა ამ ნაბიჯმა იმოქმედოს და წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში.
რა სარგებლობა ექნება დიდ ბრიტანეთში უსაბუთო მიგრანტების ამნისტიას?
ამასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგებსაც და მომხრეებსაც საკუთარი შეხედულება და არგუმენტები აქვთ. ამნისტია ათავისუფლებს სრულად უსაბუთო მიგრანტს, რაც ცოტა არ იყოს უსამართლოა იმ მიგრანტებთან, რომლებმაც წლები დრო და ფინანსები დახარჯეს იმ მიზნის მისაღწევად, რაზეც ახალ მიგრანტებს ამნისტიის შესაბამისად ექნებათ თავისუფლება.
მეორეს მხრივ ამნისტიას აქვს დადებითი მხარე, რადგან დაეხმარება მიგრანტებს ინტეგრაციაში და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბრიტანეთის უფლებიანი წევრები გახდნენ.
რადგან მუშაობის უფლება არ აქვთ მიგრანტებს, ხშირად ისინი ყოველდღიური საჭიროებებისთვის რთულ პირობებში მუშაობდნენ, ამნისტიის შემთხვევაში კი მათ შედარებით ნორმალური სამუშაოს მოძიების შესაძლებლობა ექნებათ.
ჯერ კიდევ უცნობია რა მოხდება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიტანეთის მთავრობა, რადგან ორივე მხარის შეფასება და დამოკიდებულება მისაღებია.
თუ დახმარება გჭირდებათ საიმიგრაციო პროცედურებთან დაკავშირებით, დაუკავშირდით ჩვენს იურიდიულ გუნდს Lawlex Solicitors-ში. ჩვენს კომპეტენტურ იურისტებს შეუძლიათ მოგაწოდონ იურიდიული რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საიმიგრაციო საკითხის მოგვარებაში
დაგვიკავშირდით დღესვე კონსულტაციისთვის!