თქვენი მოგზაურობის შესაძლებლობა დამოკიდებულია პროცედურის კონკრეტულ ეტაპებზე, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს თქვენს განაცხადს.
თუ თქვენ დატოვებთ გაერთიანებულ სამეფოს, სანამ განაცხადი განიხილება, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის ვალდებული განაგრძოს თქვენი თავშესაფრის მოთხოვნის განხილვა. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ თავშესაფრის შეზღუდვებზე, რადგან გსურთ განაცხადზე უარის თქმა ან პირიქით მათ თქვან უარი წესდების შეუსრულებლობის გამო (ამ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ გასაჩივრების უფლება).
მაშინაც კი, თუ თქვენ მოგენიჭებათ ლტოლვილის სტატუსს, არ შეგიძლიათ თავისუფლად წასვლა სადაც გსურთ. ზოგადად თავშესაფრის მაძიებლებს არ აქვთ მოგზაურობის უფლებას, თუმცა გასათვალისწინებელია რამდენიმე ზოგადი მოსაზრება
საიმიგრაციო წესების 334-ე (ი) პუნქტის თანახმად, თავშესაფარი არ შეიძლება გაიცეს, თუ არ იმყოფებით გაერთიანებულ სამეფოში ან გაერთიანებული სამეფოს შესასვლელ პორტში.
ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ შემიძლია დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში?
ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ ბევრ ადამიანს სურს მეგობრებისა და ნათესავების სანახავად სამშობლოში დაბრუნება. სამწუხაროდ, თუ დაბრუნდებით თქვენს სამშობლოში, შეიძლება დაკარგოთ ლტოლვილის სტატუსი დიდ ბრიტანეთში.
ახსნა-განმარტებები, რომლებსაც წარუდგინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის შესახებ, თუ რატომ გჭირდებოდათ თავშესაფარი შეიძლება იყოს შემდეგი სახის- სახელმწიფო მდივანს უთხარით, რომ თუ სამშობლოში დაბრუნდებით სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით, ან გეშინოდათ სახლში დაბრუნება რამდენიმე ფაქტორის გამო.
თავს არ გრძნობთ კომფორტულად თქვენს სამშობლოში ან თუნდაც სხვა კონკრეტულ ქვეყნებში, რომლებიც დაკავშირებულია იმავე საფრთხესთან ან ტერორთან, რაც განიცადეთ თქვენს სამშობლოში.
გაითვალიწინეთ , გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავშესაფრის მინიჭებამდე ორ საკითხში უნდა იყოს დარწმუნებული:
ა) რომ თქვენ გაქვთ დევნის ან მომავალი ზიანის შიშის ნამდვილი, სუბიექტური შიში;
ბ) რომ, ობიექტურად, არსებობს მოსალოდნელი საფრთხე ან რეალური რისკი, რომ თქვენი შიში საფუძვლიანია (ანუ, სავარაუდოდ ახდება) თქვენს სამშობლოში დაბრუნებისას.
უნდა იცოდეთ, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ვიზიტი გააქარწყლებს თქვენს წინა არგუმენტებს. რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება დაასკვნას, რომ თქვენ გაერთიანებული სამეფოსგან აღარ მოითხოვთ აღნიშნული საფრთხებისგან დაცვას. მათ შეუძლიათ გააუქმონ თქვენი ლტოლვილის სტატუსი იმ ვარაუდით, რომ თქვენ ის აღარ გჭირდებათ.
გამონაკლის შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება მოგცეთ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა, თუმცა, თქვენი მოთხოვნა წერილობით უნდა წარადგინოთ. თუ თქვენ ეძებთ სპეციალურ ნებართვას მოგზაურობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში თქვენი თავშესაფრის სტატუსი განიხილება მიზეზად, რომ გინდათ სამშობლოში დაბრუნებისთვის.
ჩემი თავშესაფრის საქმის მოგვარების შემდეგ, რა სახის დოკუმენტაცია დამჭირდება სამოგზაუროდ?
მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში ლტოლვილის სტატუსი მოგენიჭებათ. შესაძლო აღარ გქონდეთ წვდომა თქვენი სამშობლოს პასპორტზე, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ სამოგზაურო დოკუმენტი. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ გონივრული შიში, იმისა რომ თქვენი ქვეყნის ნაციონალური ხელისუფლებისგან დევნა მოგიწევთ, შესაძლოა ვერ აიღოთ თქვენი სამშობლოს პასპორტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობს ასეთ სიტუაციებს და შეძლებს მოგაწოდოთ მოგზაურობის სერთიფიკატი საიმიგრაციო წესდების 344-ე (ც) პუნქტში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.
როგორ მივიღო სამოგზაურო დოკუმენტები?
სამოგზაურო დოკუმენტი შეგიძლიათ მიიღოთ და წარადგინოთ, რომ ოფიციალურად და თქვენი ნებით თქვით უარი სამშობლოს მიერ გაცემულ პასპორტზე. ეს საჭიროა იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ სერტიფიკატის მიღების უფლება.
ძირითად შემთხვევაში, სამგზავრო დოკუმენტი მოგცემთ უფლებას იმოგზაუროთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, გარდა თქვენი ქვეყნისა. თქვენი პირადი სიტუაცის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია არსებობდეს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული თქვენი სამოგზაურო დოკუმენტით. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მესამე ერი, სადაც ასევე გქონდეთ მოგზაურობის რაციონალური შიში.
გაითვალისწინეთ, რომ ეს ინფორმააცია დროის გასვლის გამო, სრულად არ ასახავს დღევანდელ სამართლებრივ მდგომარეობას, რადგან ზოგადი მახასიათებლებით არის გაჯერებული და არ არის ამომწურავი პროფესიული იურიდიული რჩევების შეთავაზება.ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი რაიმე ზარალზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ბლოგში მოწოდებული მასალაზე დაყრდნობით. ჩვენი რჩევაა, სანამ ქმედებებს განსაზღვრავთ გაეცნოთ უფრო ვრცელ იურიდიულ ინფორმაციას და ისე მოარგოთ თქვენ შემთხვევას ან მოიძიოთ და კონსულტაცია გაიაროთ პროფესიონალ იურისტთან.