2016 წლის სახალხო რეფერენდუმზე ბრიტანელების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას. Brexit-ს საკმაოდ მოულოდნელი შედეგები მოჰყვა, რასაც ბრიტანეთის მთავრობა მზად დახვდა.
კენჭისყრიდან 5 წლის თავზე Brexit-ის სურვილი ისევ ისეთი მაღალია, როგორიც იყო თავდაპირველად.
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლამ შეცვალა ევროკავშირის 4 ძირითადი პრინციპი:
ხალხის, მომსახურების, კაპიტალის და საქონლის თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
ამ სტატიის ძირითადი მიზანია გაგაცნოთ იმ უფლებების შესახებ, რაც ბრექსიტის შემდეგ შეიცვალა.
ფაქტი N1 – 2020 წლის 31 დეკემბრის, 23:00 საათზე დასრულდა ევროკავშირის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება ბრიტანეთის ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბრიტანეთში შესასვლელად დასჭირდებათ სპეციალური ვიზა.
ფაქტი N 2 – დიდმა ბრიტანეთმა დანერგა ე.წ ევროპული ანგარიშსწორების სქემა, რაც გულისხმობს ბრიტანეთში მყოფი ევროპის მოქალაქეების აღრიცხვის მიზნით გამარტივებულ პროცესებს. საპილოტე სისტემა გაიხსნა 2019 წელს და სრულად მალე ამოქმედდა.
ფაქტი N3 – 2021 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, ევროპის მოქალაქეებს აღარ ექნებათ დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლება. ახალი შეთანხმების მიხედვით მათთვის აუცილებელია ახალი განაცხადის გაკეთება სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით, როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნების შემთხვევაში.
ფაქტი N4 – ბრექსიტამდე ევროპის მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ევროპული საიმიგრაციო რეგულაციის მიხედვით, ესარგებლათ მრავალი თავისუფლებით, მათ შორის, ეს ეხებოდა ბინადრობის უფლებას. შესაძლებლობა ჰქონდათ განაცხადი გაეკეთებინათ როგორც რეგისტრაციის სერტიფიკატი ან მუდმივი ბინადრობის დოკუმენტი. ბრექსიტამდე ეს პროცედურა იყო ნებაყოფლობითი, თუ მოქალაქეს სურვილი ქონდა გააკეთებდა, ამ შემთხვევაში კი ეს პროცედურა სავალდებულო გახდა.
ფაქტი N5 – ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ამოქმედებული კანონი რეგისტრაციის შესახებ პირვანდელი ვადა განისაზღვრა 2020 წლის 31 დეკემბრით, თუმცა ბევრი დაურეგისტრირებელი მოქალაქიდან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვწტილება თარიღი შეეცვალათ და განისაზღვრა 2021 წლის ივლისის ბოლოთი. სქემის ფარგლებში, ბევრმა ისარგებლა აღნიშნული სასეღავათო პერიოდით და რიცხვმა 5,3 მილიონი შეადგინა. არსებობდა იმის მოლოდინიც, რომ ბევრი მათგანი რეგისტრაციას არასწორად გააკეთებდა, აქედან გამომდინარე დღემდე არის შესაძლებელი რეგისტრაციის გავლა, თუ მიზეზი რელევანტურია, რატომ არ გამოიყენეს წინასწარ გამოცხადებული საშეღავათო პერიოდი.
ჩვენი იურისტები/Solicitors მზად არიან დაგემხაროთ, ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების მოგვარებაში, რადგან მათ აქვთ დიდი გამოცდილება საიმიგრაციო სასამართო პროცესების მართვაში და იცნობენ ბოლო განახლებულ კანონებსაც. თუ გჭირდებათ კონსულტაცია დაგვიკავშირდით და ჩანიშნეთ ჩვენს იურისტთან როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ კონსულტაცია.