ვინმეს დავალიანება მართებთ თქვენი? ფულადი სახის მოთხოვნებზე წაიკითხეთ ეს სახელმძღვანელო დოკუმენტი
პრეტენზიების გამოხატვა ან დავის წარმოება შესაძლოა ცუდად გამოიყურებოდეს, თუმცა კომპეტენტური იურისტის დახმარებით, დავალიანების ამოღების პროცედურები შესაძლოა გაგიმარტივდეთ.
აქ არის მოკლე ჩამონათვალი, ერთგვარი გაიდლაინი როგორ უნდა მოიქცეთ თუ ვინმეს თქვენი ვალი აქვს.
სამართლებრივი ქმედების დაწყებამდე გასაკეთებელი ქმედებები
დავალიანების ამოღების პროცედურები სასამართლოში, დიდ დროსთან, ენერგიასთან და ფულად რესურსთანაა დაკავშირებული. მეტიც შესაძლოა ეს პროცესი ისე გაიწელოს, რომ მოგიწიოთ დამატებითი სასამართლოს ღირებულების გადახდა. სანამ დავას დაიწყებთ უმჯობესია მევალეს გაუგზავნოთ წერილი თქვენი მოთხოვნის შესაბამისად. წერილი აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
თქვენი მოთხოვნის შემაჯამებელ სიტყვას,
რას ელოდებით მათგან,
სრული თანხის ოდენობას პროცენტის ჩათვლით,
პასუხის ბოლო ვადას, ქმედებების ჩამონათვალს, რომელსაც გეგმავთ თუ ისინი ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებენ,
ასევე წერილში უნდა იყოს მითითებული თქვენი სახელი და გვარი, მისამართი. თუ ეს ყველაფერი შედეგს არ გამოიღებს, მხოლოდ ამის შემდეგ არის მიზანშეწონილი თქვენი სარჩელის გაცხადება სასამართლოში.
სარჩელის შეტანა
სარჩელი შეგიძლიათ წარადგინოთ როგორც ონლაინ ასევე ფურცელზე. ამისთვის დაგჭირდებათ შეთანხმების წერილობითი საბუთი. როდესაც სარჩელი შეგაქვთ დაურთეთ ეს წერილობითი შეთანხმება დანართის სახით, რადგან ის გაგიმარტივებთ პროცესის წარმოებას თქვენს სასიკეთოდ.
ვადაგადაცილებებს, როგორც წესი ვადის გასვლის შემდეგ ეკისრებათ შესაბამისი პროცენტი. აუცილებლად გამოთვალეთ და შეიყვანეთ ის თქვენს ინტერესებში.
თქვენ მოგიწევთ სასამართლოს მომსახურების ღირებულების გადახდა. ეს საკომისიო დამოკიდებულია თქვენს მიერ მოთხოვნილ თანხაზე.
ონლაინ სარჩელი
თუ თქვენი სარჩელი შეადგენს £10 000-ზე ნაკლებ ფიქსირებულ თანხას, მაშინ განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ ონლაინ. ნორთჰემპტონის საოლქო სასამართლო დაამუშავებს განაცხადს იმავე დღეს და გადასცემს ნაბეჭდ ასლს მოპასუხეს. ასევე, ისინი საქმეს განხილვისთვის გადასცემენ თქვენს ადგილობრივ საოლქო სასამართლოს .
მტკიცებულება
დიდი ბრიტანეთის მცირე საჩივრების სასამართლო ორმხრივ მოსმენამდე 14 დღით ადრე მოითხოვს მტკიცებულბების გაცვლას. მიუხედავად მცირე საჩივრისა, აუცილებლად შეაგროვეთ ყველა მტკიცებულება სასამართლოში წარსადგენად. საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, შესაძლოა თქვენი სარჩელი უარყოფილ იქნას
სარჩელის აღძვრა მევალის წინააღმდეგ
ზოგჯერ აუციელებელია თქვენი უფლებები დაიცვათ და აღძრათ საქმე იმ პიროვნების მიმართ ვისაც აქვთ თქვენი ვალი. ამისათვის გაითვალისწინეთ ყველა ზევით ჩამოთვლილი ეტაპი სანამ სასამართლოს მიმართავთ, რომ დაიცვათ თქვენი უფლებები. საჭიროების შემთხვევაში კი მიმართეთ დახმარებისთვის იურისტს.
თუ გინდათ უპირობოდ მოიგოთ საქმე სასამართლოში, მაშინ განიხილეთ იურისიტის დაქირავებაც, დაკვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ თქვენი საქმის მოგვარების გზები.