ყველაფერი რაც გჭირდებათ რომ იცოდეთ იურისტების/solicitors შესახებ, არ არის მხოლოდ ის ინფორმაცია რაც ტელევიზორში, გადაცემებში გინახავთ. იურიდიული საკითხების ეფექტურად მოსაგვარებლად და პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ადვოკატი/solicitor.
იურისტის/Solicitor არჩევა, მხოლოდ იმ ნიშნით რომ გსმენიათ მისი იურიდიული პრაქტიკის შესახებ, არ არის საკმარისი, რომ გაიაროთ კონსულტაცია. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ სანამ კონსულტაციაზე მიხვალთ და თქვენ საქმეს ანდობთ მას.
გთავაზობთ 4 მათგანს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი ადვოკატის/Solicitor შერჩევაში
მათ უნდა ჰქონდეთ პრაქტიკის წარმოების უფლება
დიდ ბრიტანეთში საადვოკატო საქმიანობისთვის, ადვოკატები/Solicitor ლიცენზირებულები უნდა იყვნენ მარეგულირებელი ორგანოს მიერ, რაც განსაზღვრავს მათი პრაქტიკული საქმიანობის ლეგალურობას.
როგორც წესი, ლიცენზირებული/ავტორიზებული ადვოკატობა (Solicitors) შეუძლია პირს რომელსაც აქვს იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რის შემდეგაც გავლილი აქვს 2 წლიანი იურიდიული პრაქტიკა (LPC) იურიდიულ კომპანიაში (ეს არ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, აღნიშნული მოიცავს გადამზადებას, ტრენინგებს იურიდიული კომპანიის ზედამხედველობით).
ადვოკატის/Solicitor შერჩევისას, მნიშვნელოვანია თქვენს მიერ შერჩეული პიროვნება იყოს პრაქტიკოსი და ჰქონდეს პრაქტიკის ლიცენზია იმ სფეროში რომელ სფეროში კონსულტაციისთვისაც მიაკითხეთ მას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თქვენი ბიძაშვილი ჯო, რომელიც ახლოს ცხოვრობს და არის ადვოკატი, არ ნიშნავს იმას რომ შეუძლია ნებისმიერ სფეროში გაგიწიოთ კონსულტაცია. ამისათვის საჭიროა სფეროს ლიცენზია. მეტიც, თუ ჯო არ არის ლიცენზირებული, მას არ ექნება უფლება წარგადგინოთ თქვენ სასამართლოში.
ამისგან განსხვავებით, როდესაც თქვენ ირჩევთ ლიცენზირებულ ადვოკატს/Solicitor, თქვენ დაცული ხართ, რადგან ისინი რეგულირდებიან სპეციალური მარეგულირებელი სტანდარტების მეშვეობით, შესაბამისად მათი კომპეტენცია და მუშაობის ეთიკის ნორმები ბევრად მაღალია.
მათი პრაქტიკის სფერო
ხშირად, როდესაც სამსახურში აგვყავს ადამიანი გვირჩევნია დავასაქმოთ „ნაცნობი”, ვიდრე ადამიანი რომელსაც არ ვიცნობთ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ იურისტზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი სფეროში და პროფესიული ცოდნა და მეტიც, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ მის გამოცდილებას ვიდრე, მასთან დაკავშირებულ პირად დამოკიდებულებებს. თქვენ მიერ შერჩეული იურისტს/Solicitor აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოცდილება და ცოდნა იურიდიულ საკითხებთან მიმართებაში, რადგან მშვიდად შეძლოთ თქვენი საქმის წარმოება.
მაგალითად, გოლფის მეგობარი ფრედის პიროვნულად დადებითი დამოკიდებულება არ ნიშნავს იმას, რომ ის კომპეტენტურია და გაუმკლავდება თქვენს იურიდიულ საკითხებს.
არიან იურისტები და არიან Solicitors
ზოგიერთი solicitors ახორციელებს სამართლებრივ პრაქტიკას ბევრ სფეროში. ისინი ამუშავებენ განქორწინების საკითხებს, საიმიგრაციო საკითხებს, აწესრიგებენ საბუთებს და ა.შ. ზოგი კი, კონცენტრირებულები არიან კონკრეტულ სფეროებზე, როგორიცაა შრომითი დავები ან საიმიგრაციო სამართალი ან სხვა.
თუ თქვენი იურიდიული საკითხი ეხება რომელიმე კონკრეტულ სფეროს, უმჯობესია აარჩიოთ ისეთი იურისტი, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულ სფეროში, რადგან შესაძლოა საკითხები მოითხოვდეს განსაკუთრებულ დამუშავებას, მათ კი მუდმივი კავშირი არ აქვთ სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან. მაგალითისთვის, თუ თქვენ ეძებთ ტვინის ქირურგს, თქვენ დახმარებას არ სთხოვთ ოჯახის ექიმს. ანალოგიურად, თქვენ უბრალოდ მრჩეველს არ სთხოვთ საგადასახადო საკითხების მოგვარებას, ამისათვის დაუკავშირდებით საგადასახადო ადვოკატს.
მათი პიროვნული მახასიათებლები
მაშინაც კი, თუ ადვოკატი ლიცენზირებულია და პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს თქვენი სამართლებრივი საკითხის სფეროში და აქვს იურიდიული პრაქტიკის განხორიელების უფლება, არის რამდენიმე დამატებითი ფაქტორი რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
როგორ გრძნობთ თავს იურისტთან კომუნიკაციის დროს? როგორი შთაბეჭდილება გაქვთ, სანდოა? და კიდევ ბევრი საკითხი. იურისტთან კომუნიკაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხის ცოდნასთან ერთად. აუციელებელიც არის, რომ თქვენ ენდობოდეთ თქვენს იურისტს, რის შემდეგაც თავისუფლად ანდობთ თქვენ პრობლემურ საკითხსაც.
თუ თქვენ ან ვინმე სხვას იურიდიული საკითხი გაქვთ გადასაწყვეტი და არ იცით როგორ მოიქცეთ, დაუკავშირდით ჩვენს იურისტებს და ჩანიშნეთ პირველადი კონსულტაცია. ეს დაგეხმარებათ მიიღოთ რჩევები და დაალაგოთ თქვენი საკითხი თანმიმდევრულად.