თუ ხართ ევროკავშირის მოქალაქე და ვერ შეიტანეთ განაცხადი EUSS-ის ფარგლებში, აუცილებლად გაეცანით აღნიშნულ სტატიას სადაც განხილულია 5 პოტენციური საფუძველი რის საფუძველზეც შეგიძლიათ დაგვიანებით შეიტანოთ განაცხადი.
გვიანი EUSS აპლიკაციები
2021 წლის 31 დეკემბერი არის ბოლო თარიღი როდესაც ევროკავშირის მოქალაქეებს შუაძლიათ თავისუფალი გადაადგილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე.
ევროკავშირის, EEA ან შვეიცარიის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები, ვინც გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდნენ 2020 წლის 31 დეკემბრამდე, მაგრამ განაცხადი არ გაუკეთებიათ საცხოვრებელთან დაკავშირებით 2021 წლის 30 ივნისამდე, კანონმდებლობის მიხედვით მათ აღარ ექნებათ უფლება ისწავლონ, იმუშაონ და იცხოვრონ დიდ ბრიტანეთში.
ევროკავშირის მოქალაქეებს, რომელთაც ცხოვრების უფლებაზე განაცხადი 2021 წლის 30 ივნისამდე ვერ მოასწრეს, შესაძლებლობა აქვთ ეს წლის ბოლომდე გააკეთონ. ეს არის კიდევ დამატებითი შესაძლებლობა მათთვის ვისაც ჯერ კიდევ არ მიუმართავს სახელწმიფოსთვის მოთხოვნით.
დროებითი რიცხვები
რომ შევეხოთ განმცხადებლების რაოდენობას, 30 სექტემბრის მონაცემებით 6 223 100 აპლიკაციამ შეადგინა, საიდანაც 8%იყო ხელმეორე განმცხადებელი. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ განმცხადებელი 5 მილიონზე მეტი ადანიანი იყო. განმცხადებლების 52% დაკმაყოფილდა, 42% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენი განაცხადები ბათილად იცნო.
ბრიტანეთში მცხოვრებ ბევრ ევროკავშირის მოქალაქეს ჯერ კიდევ არ შეუტანია განაცხადი, შესაბამისად ზუსტი რაოდენობა უცნობია. მოქალაქეთა უფლებების შესახებ შეთანხმებაში ჯერ კიდევ არის აღნიშნული მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ უფლებით და შეავსონ განაცხადი, რათქმაუნდა ეს ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული. რადგან, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუვსია განაცხადი, შესაძლოა ეს ყველაფერი ცუდად ასახონ მათ სამუშაოსა და სწავლაზე დიდ ბრიტანეთში.
დაგვიანებული განაცხადების საფუძველი
პირველ რიგში განაცხადის დაგვიანებით შეტანის შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს განაცხადის გადაცილების მიზეზზე და კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, თუ რატომ გააცდინა აპლიკანტმა წინა დაწესებული თარიღები
ეს მიზეზები შეიძლება იყოს:
როდესაც მშობელმა, მეურვემ ან ოჯახის წევრმა ვერ შეიტანა განაცხადი ბავშვის სახელით,
როდესაც პირს ჰქონდა ან აქვს მძიმე სამედიცინო მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვერ შეძლო განაცხადის შეტანა განსაზღვრულ ვადაში,
თუ პირი იყო ზეწოლის ქვეშ და შეურაწყოფილ ოჯახურ მდგომარეობაში
თუ პირი არის იზოლირებული,
არ აქვს ციფრული შესაძლებლობები, რაც საჭიროა განაცხადის შეტანისთვის
თუ პირს ჰქონდა კორონა ვირუსი და ეს გახდა მიზეზი განაცხადის დაგვიანების.
თუ დახმარება გჭირდებათ განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით, დაუკავშირდით ჩვენს იურიდიულ გუნდს Lawlex Solicitors-ში. ჩვენს კომპეტენტურ იურისტებს შეუძლიათ მოგაწოდონ იურიდიული რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი საკითხის ეფექტურად მოგვარებაში
დაგვიკავშირდით დღესვე კონსულტაციისთვის!